მარიამ ძამუკაშვილი სპეციალური
მასწავლებელია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში“
(CSDC) 2022 წლიდან დღემდე მუშაობს. მარიამის საქმიანობა მოიცავს
დღისა და 24 საათიან თავშესაფარში მყოფი მიუსაფარი ბავშვებისათვის
საჭიროებების გამოკვეთას, შეფასებასა და სამუშაოს დაგეგმვას
საგანმანათლებლო კუთხით. ასევე ის მუშაობს ინდივიდუალური გეგმის
შედგენა&განვითარებაზე, მიუსაფარი ბავშვების აკადემიური და
კოგნიტური უნარების შეფასებაზე, სასწავლო პროცესის წარმართვასა და
სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვაზე.
მარიამის მრავალწლიანი გამოცდილება
მოიცავს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეების
ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას
სხვადასხვა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2013 წლიდან
2022 წლამდე.