მანანა (მანო) გაბუნია - სოციალური მუშაკი

მანანა (მანო) გაბუნია სოციალური მუშაკია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში" (CSDC) 2022 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს თბილისში არსებული დღისა და 24 საათიანი მომსახურების მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების ბენეფიციართა შეფასებას პროგრამაში ჩართვის მიზნით. მანო მუშაობს მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობისა და ადვოკატირების მიმართულებით. ის გეგმავს და აორგანიზებს სხვადასხვა აქტივობებს ბენეფიციართა სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრირებისა და განათლების სხვადასხვა საფეხურებზე ტრანზიციის პროცესის გამარტივების მიზნით. მანანა ასევე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით, აორგანიზებს კარიერის მართვის შეხვედრებს. ის ბენეფიციარებისათვის გეგმავს კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს და მათი ჩართულობისათვის მუშაობს მოტივაციის ამაღლებაზე. 

მისი 17 წლიანი კარიერის განმავლობაში მუშაობდა&მუშაობს სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებებით ბავშვებთან და მოზარდებთან.

 

FB