ეკა კეპაშვილი - სპეციალური პედაგოგი

ეკა კეპაშვილი სპეციალური მასწავლებელია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში" (CSDC) 2018-2021 წლებში მუშაობდა. ის დღისა და ღამის 24 საათიან ცენტრებში მყოფი ბენეფიციარების საჭიროებების გამოკვეთაზე, შეფასებასა და სამუშაოს დაგეგმვაზე მუშაობდა საგანმანათლებლო კუთხით. მისი საქმიანობა მოიცავდა ინდივიდუალური გეგმების შედგენა/შევსებასა და სამომავლო გეგმების დასახვა/განხორციელებას. 

ეკას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეების ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას სხვადასხვა საჯარო სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში 2011 წლიდან დღემდე. მათ შორის სპეციალური პედაგოგის ასისტენტად მუშაობდა ასოციაცია "ანიკაში", მე-10 საჯარო სკოლასა და 170-ე საბავშვო ბაღში. 2013-2014 წლებში მუშაობდა მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში. 2014 წლიდან დღემდე სპეციალური პედაგოგის პოზიციაზე მუშაობს 58-ე საჯარო სკოლაში. 

FB