თეონა მამუკიშვილი სოციალური
მუშაკია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში" (CSDC)
მუშაობს. მისი სამუშაო მოიცავს როგორც ქუჩასთან კავშირში მყოფი
ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ასევე სასწავლო
გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობას. მის მოვალეობაში ასევე შედის
საგნების პედაგოგების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარ ბავშვებთან
მუშაობის სტრატეგიების მიმართულებით.
თეონა არის მოწვეული ლექტორი და
დოქტორანტი სოციალური მუშაკი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა
სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი. 2010 წლიდან მისი პრაქტიკა
დაკავშირებულია ბავშვის უფლებების დაცვასა და ზრუნვიდან გასული
ახალგაზრდების მხარდაჭერის სფეროსთან. 2011 წლიდან მუშაობს მიუსაფარ
ბავშვებთან როგორც აღმზრდელი და სოციალური მუშაკი. იგი მუშაობდა
როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო უწყებებში, მიუსაფარი
ბავშვებისა და მოზარდების კეთილდღეობის გაუმჯობესების
მიმართულებით.