ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, CSDC-ის გუნდში 2017 წლიდან. რუსთავში მიუსაფარ ბავშვებთან სასიცოცხლო უნარების ტრენერი და კოორდინატორია.
თინათინ ვარამაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ფსიქოლოგიის ბაკალავრისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხით. 2017 წლიდან CSDC-ის გუნდის წევრია. განათლების სამინისტროს ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს კარიტასის რუსთავის სადღეღამისო თავშესაფარსა და დღის ცენტრში მუშაობს. აქ მიუსაფარ ბავშვებთან სასიცოცხლო უნარების ტრენერი და კოორდინატორია.
2013 წლიდან რუსთავის №18 საჯარო სკოლაში მუშაობს. თავდაპირველად ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი იყო, 2023 წლიდან კი უფროსი სპეციალური მასწავლებელია. აქვს მრავალწლიანი სატრენინგო გამოცდილება. ტრენინგებს ატარებდა World Vision-ის, კოლეჯ „ეტალონის“ და სკოლა „კანდიგოს“ ფარგლებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტში თეთრიწყაროსა და წალკაში.
გავლილი აქვს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობითი პროექტის ტრენინგები განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამებისთვის. ასევე გავლილი აქვს სწავლება რთული ქცევისა და კრიზისული სიტუაციების მართვაში, ბავშვთა ფსიქოთერაპიასა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე („ევროკავშირი საქართველოსთვის“, 2025).
