მიმდინარე პროექტები

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა
მიუსაფარი ბავშვებისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის
დამკვეთი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მიმდინარე ეტაპი
2026–2027 წლები
ქალაქები
თბილისი, ქუთაისი, რუსთავი

პროგრამის მიზანია ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციალიზაცია, ფორმალურ განათლებაში ინტეგრაცია და სკოლის ნაადრევი მიტოვების პრევენცია, ასევე მიუსაფარი ბავშვებისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მხარდაჭერა.

მეცადინეობები ტარდება ბავშვებისთვის ნაცნობ და საიმედო გარემოში — დღის ცენტრებსა და სადღეღამისო თავშესაფრებში, საჭიროების შემთხვევაში კი საჯარო სკოლებში. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ვმუშაობთ, მისი საჭიროებების გათვალისწინებით.

პროგრამის მიმართულებები
01სასიცოცხლო უნარები
თვითცნობიერება, კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, კრიტიკული აზროვნება, სოციალური პასუხისმგებლობა და მედიაწიგნიერება; მოზარდებთან — ფინანსური და რეპროდუქციული განათლება; პირადი უსაფრთხოება 5 წლის ასაკიდან.
02აკადემიური უნარები
წერა-კითხვა სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე, ანგარიში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები და სამოქალაქო განათლება — ასაკობრივი პროგრამების გათვალისწინებით.
03სპორტი და კულტურა
ერთობლივი ღონისძიებები სკოლებში თანაკლასელებთან ერთად, სპექტაკლები, კონცერტები, კინოჩვენებები, სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
04პროფორიენტაცია
სულ მცირე ხუთი პროფესიის გაცნობა, ორდღიანი ვიზიტები საწარმოებსა და ორგანიზაციებში, პროფესიული კოლეჯების პროგრამების გაცნობა.
05სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მომზადება ექსტერნის გამოცდებისთვის, დახმარება პროფესიული პროგრამის შერჩევასა და ჩარიცხვაში, სწავლის პროცესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.
06ცნობიერების ამაღლება
შეხვედრები თანაკლასელების მშობლებთან, საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და კამპანია „ყველა ბავშვი სკოლაში“ — მიუსაფარი ბავშვების მიმართ სტიგმის დასაძლევად.
გუნდი: ბავშვებთან მუშაობენ მასწავლებლები, სასიცოცხლო უნარების ტრენერები, კონსულტანტი ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, პროფორიენტაციის სპეციალისტები და კოორდინატორები.
მიღწეული შედეგები

სამინისტროს ტენდერის — „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ — ფარგლებში:

2015
წლიდან ვახორციელებთ პროგრამას
25-მდე
თბილისის ბავშვზე ზრუნვის ცენტრების აღსაზრდელმა გაიარა მეცადინეობები სასიცოცხლო უნარებსა და სასკოლო საგნებში
50
საჯარო სკოლის პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გადამზადდა სპეციალურად შექმნილი სასწავლო მოდულით

შერჩეული სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც შეხვედრებზე გავრცელდა.

მხარი დაგვიჭირეთ — კამპანია „ჩაერთე და ჩართე“
დაეხმარე მარტოხელა და მიუსაფარ დედებს

კამპანია „ჩაერთე და ჩართე“ COVID-19 პანდემიის დროს დავიწყეთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები დედების დასახმარებლად. რთული ეკონომიკური ვითარების გამო ბევრი მარტოხელა ქალი დღესაც საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას — ჩვენი გუნდი თითოეულ ბენეფიციართან აქტიურად ურთიერთობს და მათ საჭიროებებს სწავლობს.

100+
ქალი და მათი ოჯახი დავეხმარეთ
24
ვიდეო-ისტორია
50
მოქალაქე და ორგანიზაცია ჩაერთო
12 000 ₾
შეგროვდა პირველ ეტაპზე

პროდუქტებით ან ნივთებით დახმარება: მოგვწერეთ სოციალურ ქსელში — სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი.

ფულადი დონაცია
ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, კოდი TBCBGE22
ანგარიში: GE93TB7620136080100007
მიმღები: ააიპ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ (CSDC)
დანიშნულება: კამპანია — ჩაერთე და ჩართე

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB