პროგრამის მიზანია ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციალიზაცია, ფორმალურ განათლებაში ინტეგრაცია და სკოლის ნაადრევი მიტოვების პრევენცია, ასევე მიუსაფარი ბავშვებისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მხარდაჭერა.
მეცადინეობები ტარდება ბავშვებისთვის ნაცნობ და საიმედო გარემოში — დღის ცენტრებსა და სადღეღამისო თავშესაფრებში, საჭიროების შემთხვევაში კი საჯარო სკოლებში. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ვმუშაობთ, მისი საჭიროებების გათვალისწინებით.
სამინისტროს ტენდერის — „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ — ფარგლებში:
შერჩეული სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც შეხვედრებზე გავრცელდა.
კამპანია „ჩაერთე და ჩართე“ COVID-19 პანდემიის დროს დავიწყეთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები დედების დასახმარებლად. რთული ეკონომიკური ვითარების გამო ბევრი მარტოხელა ქალი დღესაც საჭიროებს საზოგადოების მხარდაჭერას — ჩვენი გუნდი თითოეულ ბენეფიციართან აქტიურად ურთიერთობს და მათ საჭიროებებს სწავლობს.
პროდუქტებით ან ნივთებით დახმარება: მოგვწერეთ სოციალურ ქსელში — სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი.
ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, კოდი TBCBGE22
ანგარიში: GE93TB7620136080100007
მიმღები: ააიპ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ (CSDC)
დანიშნულება: კამპანია — ჩაერთე და ჩართე
