განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს CSDC-ის ორგანიზაციული და
პროგრამული გაძლიერების მიზნებს 2024–2026 წლებში. ის ეფუძნება 2010
წლიდან დაგროვილ გამოცდილებას და გრძელვადიან ხედვას — რეალისტური,
ამბიციური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებისთვის.
ძირითადი გზავნილები
1
ჩვენი ხედვა
გარემო, რომელშიც გაძლიერებული ქალები და ბავშვები სრულად რეალიზებენ
თავიანთ პოტენციალს.
2
ჩვენი მისია
ქალებისა და ბავშვების გაძლიერება და ბრძოლა უთანასწორობით გამოწვეულ
შედეგებთან — ადვოკატირებით, ინტეგრაციით, განათლებითა და სასიცოცხლო
სერვისებით.
3
ჩვენი მიდგომა
ინოვაციური მეთოდები, პროფესიული და სანდო გარემო, თანამშრომლობა
სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან.
სტრატეგიული მიზნები
01
დემოკრატიული საზოგადოება
დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა განათლებითა და საინფორმაციო
საქმიანობით.
02
ქალთა და გოგონათა უფლებები
ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
03
ბავშვთა კეთილდღეობა
ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
04
ხელმისაწვდომი სერვისები
სერვისების შექმნა და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
05
ძლიერი ინსტიტუციები
ზრუნვის ეროვნული ინსტიტუციების გაძლიერების ხელშეწყობა.
06
ძლიერი ოჯახები
ოჯახების გაძლიერება, რათა ბავშვები ოჯახურ გარემოში დარჩნენ.
რას ვაკეთებთ მიზნების მისაღწევად
■14–29 წლის ახალგაზრდების
გაძლიერება არაფორმალური განათლებით;
■მოწყვლადი ქალებისა და
ბავშვების, მათ შორის მიუსაფარი ბავშვების, ფსიქოსოციალური და
საგანმანათლებლო მხარდაჭერა;
■კონფლიქტით დაზარალებული
ადამიანების მხარდაჭერა და მშვიდობის მშენებლობის
ხელშეწყობა;
■ადვოკატირება, სამოქალაქო
მონიტორინგი და სტიგმასა და სტერეოტიპებზე რეაგირება;
■კვლევები, პუბლიკაციები და
საინფორმაციო კამპანიები;
■საკონსულტაციო და
სერვისცენტრების, ასევე სოციალური საწარმოს შექმნა;
■ტექნოლოგიების დანერგვა და
თანამშრომლობა ორგანიზაციებთან საქართველოსა და
საზღვარგარეთ.
სასურველი სურათი 2033 წლისთვის
CSDC — წევრობაზე დაფუძნებული, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი
ორგანიზაცია, რომელიც პროფესიონალი გუნდით ემსახურება ქალებსა და
ბავშვებს და საზოგადოებრივი შემოწირულობებით ფუნქციონირებს.
გამგეობაში დირექტორთან და დამფუძნებელ-კონსულტანტთან ერთად ექვსი მიმართულების კოორდინატორი იქნება:
სერვისცენტრების მართვაქალთა
უფლებები და ინტეგრაციაოჯახის
გაძლიერება და რეპროდუქციული კულტურაკონფლიქტურ
რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან მუშაობაკიბერუსაფრთხოება
და მედიაწიგნიერებასაკონსულტაციო
სერვისი სკოლებისთვის
CSDC-ს ექნება ორი სერვისცენტრი — თბილისსა და ბათუმში, სადაც ქალებისა და ბავშვების გაძლიერების ვაუჩერული და ფასიანი პროგრამები იმუშავებს.
