უხილავი ბავშვების შემაჯამებელი გადაცემა



მეჩვიდმეტე გადაცემის თემა იყო ტრანზიტული და დღის ცენტრებისა და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრების საქმიანობა. გადაცემის სტუმარი იყო ორგანიაცია “ბავშვი და გარემოს ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა იაშვილი. საუბარი შეეხო ბავშვზე ზრუნვის სისტემურ ნაწილსაც. წამყვანმა და სტუმარმა განიხილეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის თავშესაფრით უზრუნველყოფის მექანიზმიც. როგორც სტუმარმა აღნიშნა, ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ისეთ განათლება, რომელიც მას მომავალში გამოადგება. მისი თქმით, მისი ორგანიაცია ცდილობს ბავშვებს პროფესიული უნარები განუვითაროს და მომავალში მათ დასაქმების შესაძლებლობები აამაღლოს. აღინიშნა, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ თბილისში განხორციელებული ღონისძიებები და აუცილებელია რეგიონებში სერვისის მიწოდება, რათა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიგრაცია თავიდან იქნეს აცილებული და მათ შეძლონ სახელმწიფოსგან დახმარების მიღება იქ, სადაც იმყოფება. გადაცემის მიმდინარეობისას ითქვა, რომ მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობაც, რათა მათი მხრიდან ძალადობა თავიდან იქნეს აცილებული. ასევე, აღინიშნა, რომ პრობლემურია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვის საკითხი, რადგან სკოლა უარს აცხადებს უსაბუთო ბავშვების მიღებაზე, ხოლო მათთვის დოკუმენტების გადაცემა ურთულეს ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირდება. გადაცემის ბოლოს, სტუმარმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ გამოიჩინონ არა მხოლოდ სინანული, არამედ თანაგრძნობა და არ უგულვებელყონ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ხოლო სახელმწიფოს ქმედებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პროგრესი ამ მიმართულებით არის, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა გაკეთებული და პრობლემის მოგვარებისთვის ბევრად მეტი მუშაობაა საჭირო.

FB