ჩემი ცხოვრების დღიურები


გადაცემის სტუმრები იყვნენ "უხილავი ბავშვების" პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი თინათინ მესსხი და ალექსი კოზლოვი, ბავშვი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა.
გადაცემის დროს, თინათინმა ისაუბრა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ეყრდნობა ბავშვების რეალურ ისტორიებს. როგორც სტუმარმა აღნიშნა, ფილმის მიზანია, ბავშვების რეალური პრობლემები საზოგადოებამდე მიიტანოს და მათ დაანახოს ჩვენი თანამედროვე რეალობა.
ალექსის თქმით, ფილმის ნახვის შემდეგ, საზოგადოების წევრებს გარკვეული კითხვები უნდა გაუჩნდეთ და სხვა თვალით დაინახონ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.
როგორც საუბრისას აღინიშნა, ფილმის პრეზენტაცია იგეგმება რამდენიმე დღეში, თუმცა პირველი ჩვენება იქნება დახურული, სადაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები იქნებიან. პრეზენტაციაზე მიწვეული იქნებიან ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაცებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო ფილმის გადაღების ტექნიკურ საკითხებსაც. აღინიშნა, რომ ძალიან რთული იყო ბავშვების ნდობის მოპოვება, თუმცა ფილმის გუნდმა ეს მოახერხა და ძალიან საინტერესო გმირების აღმოჩენა შეძლო.

FB