არასრულწლოვანთა ორსულობა


გადაცემის დროს, საუბარი შეეხო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ორსულობის პრობლემას, რომელიც ძალიან მწვავეა. გადაცემის მიმდინარეობისას, სტუმარმა ისაუბრა მობილურ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. მან აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორგანიზაცია მუშაობს ზოგადად ბავშვების უფლებების თემაზე და უწევთ არასრულწლოვანთა ორსულობის პრობლემაზე მუშაობაც. სტუმარმა და წამყვანმა ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რაც არასრულწლოვანთა ორსულობას იწვევს. როგორც ითქვა, ეს არის ცნობიერების, განათლებისა და გარკვეული კულტურული ფაქტორების ბრალი. როგორც წამყვანმა აღნიშნა, ბავშვის მიერ სერვისის მიღება, დღესდღეობით, პირდაპირაა დაკავშირებული მობილური ჯგუფისა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან.


FB