მხიარული სტარტები საჯარო სკოლებში

სპორტული შეჯიბრებების სერია "მხიარული სტარტები" საჯარო სკოლებში დაიწყო

1 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მხიარული ბავშვები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის #18 საჯარო სკოლაში თანაკლასელებთან ერთად სპორტულ შეჯობრებებში მონაწილეობდნენ. 
"მხიარული სტარტები" ძალიან ხალისიანი და სახალისო იყო თითოეული მათგანისთვის, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა თამაშებში: "მხიარული ფილტვი" , კეგლის ლაბირინთი, ბადმინტონის ჩოგნით წყლის სავსე ჭიქების ფინიშის ხაზამდე მიტანა. 
მხიარული თამაშები სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

განსაკუთრებული მადლობა ქალაქ რუსთავის #18 საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB