„რა გვაერთიანებს“: აქტივობა №12 საჯარო სკოლის მე-5 კლასში

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 20 ნოემბერს, №12 საჯარო სკოლის მე-5 კლასში განსაკუთრებული და ძალიან სახალისო დღე გაიმართა.

შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც გვაერთიანებს!

პროგრამის სოციალურმა მუშაკმა და სასიცოცხლო უნარების ტრენერმა მოსწავლეებთან სპეციალური აქტივობები ჩაატარეს. მიზანი ერთი იყო: ბავშვებს დაენახათ, რომ განსხვავებების მიუხედავად მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, რაც მეგობრობის საწყისი ხდება.

მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ, შექმნეს ფერადი პოსტერები იმაზე, თუ რა აქვთ საერთო, და სიხარულით წარმოადგინეს თავიანთი აღმოჩენები და ნამუშევრები.

ასეთი აქტივობები კლასში უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნას უწყობს ხელს, სადაც თითოეული მოსწავლე გრძნობს, რომ დიდი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB