20 ნოემბერს გლდანის „ვორლდ ვიჟენის“ თავშესაფრის ბავშვებმა და კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკური კლუბის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა სახალისო მათემატიკას მიეძღვნა: ბავშვები გაეცნენ გეომეტრიულ ფიგურებს და ფულის ერთეულებს, სახალისო თამაშების დახმარებით კი მათემატიკა უკეთ შეიმეცნეს.
