„საპოვნელას“ აღსაზრდელებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რუსთავის დღის ცენტრ „საპოვნელას“ ბენეფიციარებმა პროგრამის სპეციალისტებთან ერთად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს.

ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ფაქტები დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის შესახებ. გაიხსენეს მისი ნაწარმოებები და ისაუბრეს მის ღვაწლსა და მოღვაწეობაზე.

ბავშვებმა ილიასადმი მიძღვნილი პოსტერებიც შექმნეს. ერთ-ერთ მათგანზე ილიას ცნობილი სიტყვები ამოწერეს: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება“.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB