„ყველა ბავშვი სკოლაში“ – საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან

„ყველა ბავშვი სკოლაში“ – საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან
ყველა ბავშვი სკოლაში

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „ყველა ბავშვი სკოლაში“. 2026 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

კამპანიის მიზანია, მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის განათლების უფლების, ბავშვთა დაცვისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სკოლაში დაბრუნების შესახებ. ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, ამ უფლების რეალიზება კი ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

შეხვედრებზე მშობლებთან ერთად ვისაუბრებთ:

  • რას გულისხმობს ბავშვზე ძალადობა და რატომ არის ბავშვის განათლების უფლების დარღვევა არაფიზიკური ძალადობა – უგულებელყოფა;
  • რატომ რჩებიან ბავშვები სკოლის მიღმა და რატომ ხდებიან მიუსაფარი ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი;
  • რა სერვისები არსებობს ბავშვთა ზრუნვის სისტემაში;
  • რატომ არ უნდა დავეხმაროთ ქუჩაში მყოფ ბავშვებს ფულით და როგორ დავეხმაროთ სწორად;
  • რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებმა და მოქალაქეებმა;
  • როგორ მოვიქცეთ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში და სად მივმართოთ.

თითოეული შეხვედრა დისკუსიით სრულდება, სადაც მშობლები საკუთარ გამოცდილებასა და საჭიროებებს გვიზიარებენ.

„ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ – განათლების მეორე შანსი

შეხვედრებზე მშობლებს ვაცნობთ „ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას“ – სახელმწიფო სერვისს სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის რისკის მქონე ბავშვების სკოლაში ინტეგრაციისთვის. ბავშვებთან მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სპეციალური მასწავლებელი და ცხოვრებისეული უნარების ტრენერი. პროგრამა ხელს უწყობს ბავშვების სკოლაში დაბრუნებას, თანატოლებთან სრულფასოვან ინტეგრაციას, სასკოლო პროცესებში ჩართულობასა და პროფესიულ ორიენტაციას.

ბავშვის უფლებები ირღვევა? დარეკეთ:

  • 112 – გადაუდებელი დახმარება
  • 111 – ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი
  • 116 006 – ძალადობის მსხვერპლთა 24-საათიანი საკონსულტაციო და საინფორმაციო ხაზი
  • (+995 32) 2 200 220 – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 15 05 – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • 14 81 – სახალხო დამცველის აპარატი

თითოეული ჩვენგანის ჩართულობითა და მხარდაჭერით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბავშვების სასკოლო გარემოში დაბრუნებას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

#ყველაბავშვისკოლაში #CSDC

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB