თინათინ მესხი - პროგრამული დირექტორი
თინათინ მესხი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" პროგრამული დირექტორია 2011 წლიდან დღემდე.
 
მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს პროგრამების დანერგვას, განვითარება და მართვას. თინათინს ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე 2005 წელს, ხოლო 2007 წელს - მაგისტრის ფილოსოფიის ხარისხი. თინათინი არის საერთაშორისო ლიდერთა პროგრამის (IVLP) მონაწილე, „მოხალისეობა და ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი“, 2016 წელს იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებში, ხოლო 2017 წელს ასევე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა მიჩიგანის უნივერსიტეტში Future problem Solvig International (FPSP) ფარგლებში. მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სერთიფიცირებული სასწავლო კურსები პროექტების მენეჯმენტში, არაფორმალური განათლების, მოხალისეობის საკითხებში. 2014 წელს გახლდათ კატო მიქელაძის ნომინანტი ქალთა უფლებების დაცვისათვის.
 

FB