სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაობის მაგისტრი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ბავშვებთან, ოჯახებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გვანცა ნაზარაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ბაკალავრისა და სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2025 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა, სამოქალაქო განათლების მიმართულებით.
2025 წლიდან მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკია. 2023–2025 წლებში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე მუშაობდა. 2021–2023 წლებში „საზოგადოება ბილიკის“ სოციალური მუშაკი იყო: მართავდა შემთხვევებს, სტუმრობდა ოჯახებს, აკონსულტირებდა მშობლებს და მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მუშაობდა. 2022 წელს „ბემონში“ ახალგაზრდული მუშაკი იყო და გორის ორასამდე მოსწავლეს აივ ინფექციის პრევენციის ტრენინგი ჩაუტარა.
გავლილი აქვს ტრენინგები ბავშვებში რთული ქცევის მართვის, ტრავმის, მოზარდების ანტისოციალური ქცევის პრევენციისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე. 2025 წელს მონაწილეობდა PEACEEDU-ს პროგრამაში, რომელიც პედაგოგებს ტრანსფორმაციული სწავლებისთვის ამზადებს.
