დაწყებითი პედაგოგიკის სპეციალისტი, CSDC-ის სპეციალური პედაგოგი 2024 წლიდან. ბავშვზე ზრუნვის სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
მაკა კაპანაძე დაწყებითი პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალისტია. განათლება ბორჯომის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო. 2024 წლიდან CSDC-ის სპეციალური პედაგოგია. 2016 წლიდან უფროსი აღმზრდელია World Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში.
ბავშვზე ზრუნვის სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2016–2017 წლებში Divine Child Foundation of Georgia-ში სპეციალური პედაგოგი იყო. უფროს აღმზრდელად მუშაობდა ჩვილ ბავშვთა სახლსა და სახელმწიფო ბავშვთა სახლ „სათნოებაში“. პედაგოგიური კარიერა ბორჯომის №1 სკოლაში დაიწყო, დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
გავლილი აქვს ტრენინგები ქცევის მართვაში, ინკლუზიურ განათლებასა და ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკაში. ასევე გავლილი აქვს სპეციალური პედაგოგის ოთხმოდულიანი ტრენინგი და აღმზრდელების მომზადების ბაზისური კურსი.
