სოციალური მუშაკი, თსუ-ის სოციალური მუშაობის ბაკალავრი. World Vision-ში ბავშვებთან და თემთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ანა ჭონიშვილმა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2015–2018 წლებში World Vision Georgia-ში თემის მუშაკი იყო. გლდანის რაიონის სკოლებში ბავშვებს საგანმანათლებლო პროექტებში ჩასართავად არჩევდა. ასევე აფასებდა და რეგულარულად აკვირდებოდა მათ მდგომარეობას და ტრენინგებს უტარებდა. 2023–2025 წლებში World Vision International საქართველოში სოციალური მუშაკი იყო. 2026 წლიდან თბილისის გულის ცენტრის სოციალური მუშაკია. მუშაობდა დამხმარე მასწავლებლადაც წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებით კლასებში.
სტუდენტობისას პრაქტიკა გაიარა სოციალური მომსახურების სააგენტოში, საქართველოს ყრუთა კავშირსა და ასოციაცია „ანიკაში“. მოხალისედ მუშაობდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლსა და „პირველ ნაბიჯ საქართველოში“. ბოლო წლებში გაიარა არტთერაპიის პრაქტიკული კურსი და SOS ბავშვთა სოფლების პროგრამა „ძლიერი მშობლები – ძლიერი ბავშვები“. ასევე გაიარა სწავლება ბავშვთა და ზრდასრულთა დაცვის პოლიტიკაზე და ეფექტიან სწავლებასა და პროფესიულ ეთიკაზე.
