ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, 2021 წლიდან CSDC-ის ტრანზიტული პროგრამის სპეციალური მასწავლებელი. მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან.
სოფიო ჩაჩუა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია და წლებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობს. 2021 წლიდან CSDC-ის მიუსაფარ ბავშვთა ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებელია. იმავე წლიდან უფროსი აღმზრდელია World Vision Georgia-ს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა კრიზისულ თავშესაფარში.
მანამდე 2016–2019 წლებში სამტრედიის №1 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი იყო. 2004–2013 წლებში სამტრედიის №6 საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ასევე დამთავრებული აქვს სამტრედიის ა. შანიძის სახელობის მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით.
ბოლო წლებში გაიარა ქცევის მართვის საკვალიფიკაციო კურსი და აღმზრდელების მომზადების ბაზისური კურსი. ასევე გაიარა ტრენინგი საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირებასა და რეფერირებაზე.
