პედაგოგი და ფსიქოლოგი, ადრეული განვითარების სპეციალისტი. 2021–2025 წლებში CSDC-ის ტრანზიტული პროგრამის სასიცოცხლო უნარების ტრენერი და კოორდინატორი იყო.
ია კაშიამ ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში მიიღო პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალობა. 2021–2025 წლებში CSDC-ის მიუსაფარ ბავშვთა ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სასიცოცხლო უნარების ტრენერი და კოორდინატორი იყო. ტრანზიტულ პროგრამაში მანამდეც მუშაობდა: 2016 წელს World Vision საქართველოში სპეციალური მასწავლებელი იყო. 2014–2025 წლებში ქუთაისის სოციალური რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ „თაირისში“ ადრეული განვითარების სპეციალისტად მუშაობდა.
2013 წლიდან ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებასა და საგანს „მე და საზოგადოება“. ასევე ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების კლუბსა და მოსწავლეთა თვითმმართველობას. 2011–2015 წლებში იმავე სკოლის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი იყო. მანამდე ათი წელი ქუთაისის №7 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი იყო.
გავლილი აქვს 130-საათიანი კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში (ABA) და სწავლება ბავშვთა ადრეულ ინტერვენციაში. ასევე გავლილი აქვს სპეციალური მასწავლებლის 120-საათიანი პროფესიული განვითარების კურსი და კონრად ადენაუერის ფონდის ტრენერთა ტრენინგი „მე და საზოგადოება“. მონაწილეობდა UNICEF-ის ტრენინგებში განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამებისთვის.
