ანნა ჩოხელი - არაფორმალური განათლების ტრენერი, ახალგაზრდული მუშაკი

სასიცოცხლო უნარებისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, CSDC-ში 2017 წლიდან. ქმნის სატრენინგო მოდულებს მიუსაფარი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

ანნა ჩოხელი 2017 წლიდან CSDC-ში სასიცოცხლო უნარებისა და პიროვნული განვითარების ტრენერი და კონსულტანტია. ქმნის სატრენინგო მოდულებს და მიუსაფარ ბავშვებს სასიცოცხლო უნარების განვითარებაში ეხმარება. ასევე გეგმავს სპორტულ-შემეცებით აქტივობებს. 2023–2024 წლებში CSDC-ში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ტრენერი იყო პროფესიული სტუდენტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

2020 წელს „ჰელფინგ ჰენდისა“ და UNICEF-ის პროექტში ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობის შესახებ COVID-19-ის საპასუხოდ სატრენინგო მოდულის თანაავტორი იყო. ამ პროექტში 200 მოხალისეს დისტანციური ტრენინგები ჩაუტარა. 2024 წელს პროექტის „მოხალისე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებებისათვის“ ტრენერი და კოორდინატორი იყო. ტრენერად მუშაობდა ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდა საკონსულტაციო საბჭოების ეროვნულ ფორუმზეც. „თეგეტა აკადემიაში“ გენდერული საკითხების ექსპერტად შეიმუშავა გენდერული და სოციალური ჩართულობის სტრატეგია. „ბემონისა“ და UNICEF-ის პროექტში აივ/შიდსის პრევენციის ტრენერი იყო.

დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. კერალას ცენტრალურ უნივერსიტეტში გაიარა ტრენერთა ტრენინგი სასიცოცხლო უნარების განვითარებაში, ასევე შეისწავლა ბავშვთა ფსიქოლოგია. მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტისა და Erasmus+-ის პროგრამებში, ასევე ესპანეთსა და უნგრეთში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებში მოწყვლად ახალგაზრდებთან მუშაობაზე.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB