ფსიქოლოგი, სკოლის ფსიქოლოგად მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილებით. 2014 წლიდან ქუთაისის №12 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია.
ირმა აბზიანიძე სკოლის ფსიქოლოგად 25 წელზე მეტია მუშაობს. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით სკოლის ფსიქოლოგი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის №18 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგად და ეთიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგად, ასევე ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“. 2014 წლიდან ქუთაისის №12 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგია.
მისი ძირითადი მიმართულებებია ინკლუზიური განათლება, ქცევის მართვა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა. გავლილი აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 120-საათიანი კურსი ინკლუზიურ განათლებაში და MAC Georgia-ს ტრენინგები ქცევის მართვასა და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე. ასევე გავლილი აქვს სწავლება ბულინგის პრევენციაში, ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობაში (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო) და ემოციების მართვაში. 2019 წელს თსუ-ში ტრენერთა ტრენინგი გაიარა.
