მეგობარი იხსენებს,რომ მისი ოჯახი,სხვების მსგავსად, თბილისში არ წამოსულა,არამედ დასახლდა სოფელ ნაბაკევში,რომელიც აფხაზეთში მდებარეობს.საფრთხე ემუქრებოდათ,თუმცა როგოც ამბობს,აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი რომ ეთქვათ:,,აფხაზია და უფრთხილდიო“.აფხაზების უმრავლესობა,რომელსაც ის შეხვედრია,ყოფილა ძალიან თბილი და კარგი ადამიანი.ცხოვრება სახლიდან შორს არ ყოფილა ადვილი.ბევრი,ვინც ფიზიკურად გადარჩა და გაიქცა კონფლიქტის ზონიდან,შემდეგ დარდმა და მონატრებამ მოკლა. მაგალითად, ბებია,რომელიც თავის სახლ–კარს,თავის ნაშრომს მისტიროდა.ის დარწმუნებული იყო,რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდა.ბებიის სიკვდილის შემდეგ ერთი წლის თავზე ბაბუა გარდაიცვალა,რადგან მეუღლე და მეორე ნახევარი გვერდით აღარ ჰყავდა.გაუჭირდა ცხოვრების ჭაპანის მარტო ტარება.
აფხაზეთის ომმა გამოიწვია უამრავი ადამიანის დაღუპვა,წამება,ფიზიკური მოსპობა და დევნილობა.
ავტ: ანუკი კურკუმია