ირჟი ვალახ - სტაჟიორი
ირჟი უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტია საერთაშორისო სოციალური და ჰუმანიტარული მუშაობის მიმართულებით. ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში (CSDC) სტაჟიორის პოზიციას იკავებდა. მან 2019 წელს მონაწილეობა მიიღო საზაფხულო სკოლაში კარაზინ ხარკოვის ეროვნულ უნივერსიტეტში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების საკითხებზე მოეწყო. 2020 წლიდან მუშაობს პრაღაში, ქუჩის სოციალურ მუშაკად. ის ავრცელებს ინფორმაციას საცხოვრებლის შესახებ, აძლევს სოციალურ რჩევებს, ეხმარება ხალხს განაცხადების წარდგენაში, რათა მიიღონ დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი. ამ გამოცდილებამ მას მოტივაცია მისცა აერჩია ჩვენი ორგანიზაცია, რათა გაეგო მეტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ.
 
მისი სტაჟირება მოიცავდა როგორც საველე საქმიანობას - ჩვენი პროექტის "ჩაერთე და ჩართეს" ფარგლებში მოწყვლად ქალებთან ვიზიტს, თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვებისთვის აქტივობების მომზადებას და საოფისე საქმიანობას, ასევე ვებ–გვერდის მართვას, სოციალურ მედიაზე მუშაობასა და მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას.

FB