თინათინ ვარამაშვილი სპეციალური
პედაგოგი/ტრენერია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში"
(CDSC) 2017 წლიდან დღემდე მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს დღისა და
ღამის 24 საათიან ცენტრებში მყოფი ბენეფიციარების საჭიროებების
გამოკვეთას, შეფასებასა და სამუშაოს დაგეგმვას საგანმანათლებლო
კუთხით. ასევე მის მოვალეობაში შედის როგორც ინდივიდუალური გეგმების
შედგენა/შევსება და სამომავლო გეგმების დასახვა/განხორციელება, ასევე
რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობა და სასკოლო ადაპტირების
უზრუნველყოფა.
თინათინი 2010 წლიდან იყო ახალგაზრდობის განვითარებისა
და ჩართულობის პროექტის საჭიროებათა კვლევის სოციალური მუშაკი. 2012
წლიდან იყო ფსიქოლოგის ასისტენტი და სოციალური მუშაკი ქ.რუსთავის
სკოლა „რეცასა“ და ქ.რუსთავის ვახტანგ გორგასლის
სახ.მუნიციპალიტეტში. 2013 წლიდან შეითავსა ტრენერობა
თეთრიწყაროსა და წალკაში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის“
ფარგლებში. ამავე წელს იყო ტრენერი
არასამთავრობო ორგანიზაცია „შემოქმედებით ჯგუფში", ეფექტური
კომუნიკაციების მიმართულებით. მისი
მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს სპეციალური მასწავლებლის
პოზიციასაც. ის ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობდა
ქ.რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში. 2014 წელს იყო ტრენერი/ფასილიტატორი
საერთაშორისო ორგანიზაცია „World
Vision”-ში. 2013 წლიდან დღემდე არის
ფსიქოლოგ/სპეციალისტი ინკლუზიური განათლების მიმართულებით ქ.რუსთავის
მე-18 საჯარო სკოლაში. 2016 წლიდან დღემდე მუშაობს
ფსიქოლოგ-კონსულტანტად და ტრენერად ქ.რუსთავის საგანმანათლებლო სკოლა
„კანდიგოში".