ნინო ბუაძე ფსიქოლოგი/კონსულტანტია
და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში" (CSDC) 2018
წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო მოიცავს პედაგოგების, ტრენერების და
ბავშვებთან კონტაქტში მყოფი სპეციალისტების
კონსულტირებას.
2006 წლიდან ნინო იყო სპეციალური
პედაგოგი თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში, 2009 წლიდან კი სოციალური
მუშაკად მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოში. 2013-2017 წლებში ფსიქოლოგად და
ტრენერ-კონსულტანტად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და
ოჯახში“. 2015 წლიდან 2017 წლამდე იყო მოწვეული ექსპერტი და ტრენერი
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში“. გარდა ამ
საქმიანობებისა, ნინო იყო მართვის მენეჯერი და ტრენერი სს „ლიბერთი
ბანკი“-ს სასწავლო პროცესების მართვისა და განვითარების
დეპარტამენტში. 2018 წლიდან დღემდე არის ტრენერი პალიტრა მედია
ჰოლდინგში.