მარიამ
შუკაკიძე ფსიქოლოგი/კონსულტანტია და "სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ცენტრში" (CSDC) 2017-2019 წლებში მუშაობდა. მისი
სამუშაო მოიცავდა პროგრამაში ჩართული სპეციალისტების,
ტრენერებისა და სპეციალური მასწავლებლების ინდივიდუალურ კონსულტაციას,
ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების როგორც სასკოლო ცხოვრებაში
ჩართულობის, ასევე სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობას,
საგნის პედაგოგების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას.
მარიამი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. იგი ნატა მეფარიშვილის ტრენინგ-ცენტრის ტრენერია, ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრაქტიკოსი და სუპერვაიზორი ქცევის ანალიტიკოსი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-თერაპევტი. 2013 წლიდან მუშაობს ბავშვებთან სხვადასხვა მიმართულებით, აქვს სწავლების დიდი გამოცდილება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან. მას უმუშავია სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ სექტორში, მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო "ერასმუს+" ახალგაზრდულ პროგრამებში.