პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება!

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)  აგრძელებს კამპანიას "ჩაერთე და ჩართე" მიუსაფარი და/ან მარტოხელა ქალების მხარდასაჭერად.

კამპანიის მიზანია ქალების სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID -19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. ვირუსის გავრცელების შედეგად, პანდემიისა თუ პოსტ-პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სწორედ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება.
 

მიმდინარეობს აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიას სახელად "ჩერთე და ჩართე". მზადდება ქალების ფოტო და ვიდეო ისტორიები,  საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლიაა. ცხადია, ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად ხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

CSDC-ის მიერ დაცული იქნება კითხვარებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ჩაერთე და ჩართე!
 სარეგისტრაციო ბმული იხილეთ თანდართული ფაილით

რეგისტრაციისთვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

FB