დასრულებული პროექტი

13. პროექტი "ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში"
პროექტის მიზანი: მოწყვლად ბავშვთა ოჯახების გაძლიერება ოჯახიდან მათი დაშორების პრევენციის მიზნით. პროექტის ამოცანები:
რეგიონში არსებული პრობლემების დეტალური შესწავლა და არსებული ხარვეზების გამოვლენა;

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, ადგილობრივ ხელისუფლებასა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა/გაძლიერება;

რეგიონში სოციალური მუშაობის გაძლიერება ტრენინგების გზით, კერძოდ: სოციალური მუშაკების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების (გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები), სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებისა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და ოჯახის გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით;

ადგილობრივი თემის ინფომირება და ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების, ზრუნვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა და სერვისების შესახებ;

ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების ინიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და ლობირება. პროექტის ხანგრძლივობა - 10 თვე. პროექტი ხორციელდება პროგრამის თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. პროექტი სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა ჰილფსვერკ ავსტრია (HWA),  სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია. 2017-2018


12. 
სოციალური მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით - სოციალური მუშაკების გადამზადება, ტენდერში გამარჯვებული, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და USAID- შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. 2018


11. „სოციალური მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით“- სოციალური მუშაკების გადამზადება, ტენდერში გამარჯვებული, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა“ და USAID–ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების დაფინანსების ფარგლებში, 2017 წ.
- შემუშავდა ტრენინგ მოდული 3 დღიანი ტრენინგ კურსისათვის, საკითხავი მასალა ე.წ. რიდერი, პრე და პოსტ ტესტები და სასერტიფიკატო გამოცდის საკითხები; სულ გადამზადდა 320 მდე სოც მუშაკი საქართველოს მასშტაბით.

10. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ ტენდერის გამარჯვებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2015-2016 წწ .
- ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლების კომპონენტით უზრუნველყოფა, ტრანზიტული პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ბავშვზე ზრუნვის ცენტრების 25-მდე აღსაზრდელს ჩაუტრადა საგანმანათლებლო მეცადინეობები, კერძოდ, მოხდა ბენეფიციარების მომზადება ორი მიმართულებით: სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშეწყობა და სასკოლო განათლებით უზრუნველყოფა შესაბამისი ასაკობრივი პროგრამების გათვალისწინებით; (2015წ)
- სკოლების გაძლიერება პედაგოგების ტრენინგით და მშობლების ინფორმირებულობა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის მიმართულებით - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდული, 50 საჯარო სკოლის პედაგოგისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჩაუტარდათ ტრენინგები. მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები შერჩეული სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის და გავრცელდა შეხვედრის პროცესში. (2015-2016წ)

9. „ერუდიციის კურსი“ - ტენდერის გამარჯვებული, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2016 წწ .
- პროგრამის ფარგლებში შემუშავდა 12 საათიანი სატრენინგო მოდული, მომზადდა პრე და პოსტ ტესტი, საკითხავი მასალა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ლიტერალურული ნაწარმოებების და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიის განხილვას ასევე გეოგრაფიის შემეცნებით ნაწილს. აღნიშნული მოდულით ჩვენი ტრენერების მიერ გადამზადდა და სერვისი მიეწოდა 5 საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს (ქ.თბილისი ქ. მცხეთა და ქ.გორი).

8. „უხილავი ბავშვები“ - პროექტის ფარგლებში გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „ჩემი ცხოვრების დღიურები“ ე.წ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრების შესახებ. პარალელურად ჩატარდა 12 თვიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიმართული იყო ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვისაკენ. ადვოკატირების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილება და არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბროშურა (5000 ცალი), რომელიც საქართველოს მაშტაბით გავრცელდა. გაიმართა ფილმის ჩვენებები და დისკუსიები მოწვეული ექსპერტების, პედაგოგების, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა მშობლებისა და სტუდენტების მონაწილეობით. აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა საქართველოს ოთხ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი);
6 თვის მანძილზე რადიო „შოკოლადის“ პირდაპირ ეთერში მომზადდა 24 ვიდეო/რადიო გადაცემა - ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების შესახებ, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებისა და სისტემების გაძლიერების მიმართულებით და ასევე საზოგადოების ინფორმირებისათვის. აღნიშნულ პროექტში ე.წ. ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით მომზადდა აუდიო ჩანაწერები მათი გზავნილებით. დონორი ორგანიზაცია - აშშ საელჩო საქართველოში 2014-2015 წწ;

7. „მეც მოქალაქე ვარ“ - პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის, ბავშვთა ზრუნვის სისტემებისა და მომსახურების გაუმჯობესებას, ჩატარდა კვლევა. კონკრეტული ქეისების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის (იხ. დანართი N2), გაიმართა მრგვალი მაგიდები დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
განხორციელდა ადვოკატირების კამპანია მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივებისათვის. პროექტში მონაწილეობას იღებდა 25 ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი, ჩატარდა არაფორმალური შეხვედრები, ფოტოხელოვნების გაკვეთილები, მოეწყო მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მეტრო თავისუფლების ზედა დარბაზში. (ნამუშრევრების ნახვა ახლაც შესაძლებელია). დონორი ორგანიზაცია - საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში G-PAC -2013-2014 წწ;

6. „ერთად უკეთესი მომავლისკენ“ - პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებას. 30 ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალური ადაპტაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ესწრებოდა ტრენინგებს. შეიქმნა სასწვლო მოდული, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბავშვთა უფლებები, კომუნიკაციის უნარები, საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი 2012-2013 წწ.

5. „გოგონათა გაძლიერება“ - პროექტი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების გზით 20 ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე გოგონების საზოგადეობაში ინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შემდეგი მიმართულებით: გუნდური მუშაობა, ლიდერობა, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბავშვთა უფლებების დაცვა. პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა 4 კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება (სპორტული შეჯიბრებები და თეატრალური წარმოდგენა). დონორი ორგანიზაცია - ქალთა ფონდი საქართველოში 2012-2013 წელი;

4. „ერუდიციის კურსი“ - პროექტის ფარგლებში შემუშავდა 12 საათიანი სატრენინგო მოდული, მომზადდა პრე და პოსტ ტესტი, საკითხავი მასალა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ლიტერალურული ნაწარმოებების და ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიის განხილვას ასევე გეოგრაფიის შემეცნებით ნაწილს. აღნიშნული მოდულით ჩვენი ტრენერების მიერ გადამზადდა და სერვისი მიეწოდა 5 საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს თბილისსა და გორში (ჯამში 64 პროგრამის მონაწილე). ტენდერის გამარჯვებული, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 2016 წელი.

3. ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში - პროექტის ფარგლებში საქართველოს 3 რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი და სამეგრელო) მოხდა ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სოციალური კომპეტენციების გაზრდა. შეიქმნა სატრენინგო მოდული: ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია, პროექტების შედგენა და მართვა, დონორების მოძიება, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 2014 წელი.
10. სამოქალაქო აქტივიზმი- პროექტის ფარგლებში საქართველოს 2 რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში), შეირჩა 135 ახალგაზრდა. მონაწილეებმა ეტაპობრივად გაიარეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: ფასილიტაცია-მოდერაცია, ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაცია, ადვიკატირება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY (NED) 2014-2015 წწ.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი მშვიდობის მშენებლობაში - პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებთან (სკოლის მოსწავლეებთან) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და ამ გზით მათი როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.

პროექტის ფარგლებში მოხდა კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიკაცია, ტრენინგების ჩატარება შემდეგ თემებზე: საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, პროექტების მართვა და დაგეგმვა, პრეზენტაციის მომზადება.
შეიქმნა ბლოგი ict4peace.ge, სადაც პროექტის მონაწილეებმა განათავსეს ბლოგ პოსტები. დონორი ორგანიზაცია - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 2014წ.

1. „ერთად უკეთესი მომავლისკენ“ - პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებას. სერვისი განხორციელდა 30 ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვისათვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალური ადაპტაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა ტრენინგები. შეიქმნა სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბავშვთა უფლებები, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები, საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი 2012-2013 წწ.
ბეჭდვა