ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

რა რისკების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები ოჯახები? რა სერვისები და პროგრამები არსებობს მათ დასახმარებლად? რა რეკომენდაციები შემუშავდა კვლევის საფუძველზე?

ამჯერად გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“.

რა რისკების წინაშე დგანან რეგიონში მცხოვრები ოჯახები? რა სერვისები და პროგრამები არსებობს მათ დასახმარებლად? რა რეკომენდაციები შემუშავდა კვლევის საფუძველზე?  - ამ საკითხებზე საუბრობდნენ გადაცემის სტუმრები:  პროექტის იურისტი არჩილ გორხელაშვილი და პროეტის სოციალური მუშაკი მაია ახრახაძე.  გადაცემას, ტრადიციულად, ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი უძღვებოდა.

„ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა კვლევის შედეგად, არის ბავშის უგულვებელყოფა, რაც ნიშნავს, რომ  ბევრი ოჯახი მოკლებულია უნარს, ბავშის საბაზისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამ საკითხების გამოვლენა ყველაზე იოლია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, პრობლემის მქონე ბავშვებისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გამოვლენა, ამ ოჯახის გადამისამართება შესაბამის უწყებებში ყველაზე ნაკლებად სწორედ ბაგა-ბაღებიდან ხდება.  ეს განპირობებული შეიძლება იყოს როგორც სკოლამდელი განათლების ხელმიუწვდომლობით, ასევე სპეციალისტების ნაკლებად ინფორირებულობით. სკოლებიდან და ამბულატორიებიდან უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის სოციალურ სამსახურში“, - ამბობს სოცმუშაკი მაია ახრახაძე.

სპეციალისტების  ჩართვა შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზეა საჭირო. მაია ახრახაძის თქმით, სოციალური მუშაკი ხომ იმისთვის კი არ არის მოვლინებული რომ მშობლები დასაჯოს და ბავშვი ოჯახიდან გაიყვანოს, არამედ პირიქით, ცდილობს დაეხმაროს მათ.

„ბავშის აღზრდასა და განათლებაში ჩართული სპეციალისტების ინფორმირებულობა რეფერირების მექანიზმების შესახებ და ამ მექნიზმების გამოყენება  მეტად მნიშნელოვანია ოჯახების გაძლიერების პროცესში“, - ამბობს  იურისტი არჩილ გორხელაშვილი.

პროექტში ჩართული სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ მთელ საქართველოში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც მეტად მტკივნეულად დგას დასაქმების პრობლემა. ხშირ შემთხვევაში არსებული სოციალური დახმარების სისტემა მოტივაციას უკარგავს ადამიანს, ბენეფიციარები მიბმული ხდებიან ფულად დახმარებაზე და აღარ ცდილობენ დასაქმებას. არსებული სოციალური დახმარება კი მხოლოდ არსებობის საშუალებას თუ იძლება.

არჩილ გორხელაშვილის აზრით, არც ოჯახის ერთი წევრის დროებითი ან მუდმივი დასაქმების შემთხვევაში უნდა ეხსნებოდეს ოჯახს დახმარება.

კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც განხილვების შემდეგ სათანადო და დაინტერესებულ უწყებებს - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეგზავნება.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი