სოცმუშაკები - შუამავალი რგოლი ხალხსა და ხელისუფლებას შორის

გადაცემის სტუმარი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი ქეთი გიგინეიშვილი საუბრობდა სოციალური მუშაკის როლზე,იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დარგის პროფესიონალები დგანან.

„სოციალურ მუშაკს, მე ვიტყოდი გადამწყვეტი სასიცოცხლო როლი აკისრია როგორც ოჯახის გაძლიერების, ასევე ბავშვთა ზრუნვის საქმეში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს როლი სწორად იყოს გაგებული და აღქმული როგორც ბენეფიციარის,  ასევე სახელმწიფოსა და იმ პროფესიონალების მხრიდან, რომელთან ერთადაც უწევს სოცმუშაკს მუშაობა, იქნებიან  ეს -  მასწავლებლები, დირექტორები, ექიმები თუ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები“, - ამბობს ქეთი გიგინეიშვილი.

ამასწინათ გურიის რეგიონში ჩატარდა ოჯახების საჭიროებების კვლევა, სადაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად გამოიკვეთა ერთი პრობლემაც: სოციალურ მუშაკებს არ აქვთ საკმარისი დრო და ანაზღაურება, ასევე სამუშაო პირობები იმისთვის, რომ თავიანთი საქმე  სათანადოდ აკეთონ: „სოციალურ მუშაკებს იმაზე მეტი საქმე აქვთ, ვიდრე ამას პროფესიის  მანდატი ავალდებულებთ, რთულია იმდენი ვიზიტის დაგემვა და განხორციელება. იმდენი დოკუმენტის შევსება“.

სოციალური მუშაკების აზრით, ამ ეტაპზე ძალიან დროულია მოხდეს პროფესიის აღიარება,  სახელმწიფოს მხრიდან სფეროს სათანადო აღქმა,  მაშინ სოციალური მუშაკის როლიც შეიცვლება და მისდამი დამოკიდებულებაც,  სამუშაო პირობებიც გაუმჯობესდება.  ეს ყველაფერი კი, ცხადია, ბენეფიციარებზე აისახება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებებში მოვიდნენ, გამოიყენონ სოციალური მუშაკები, რადგან მათ ყველაზე უტყუარი ინფორმაცია აქვთ ქვეყნაში არსებული საჭიროებების შესახებ. სოციალური მუშაკები ხომ შუამავალი რგოლია მოქალაქეებსა და ხელისფლებას შორის.  სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია პროფესიის დანიშნულების დანახვა და მის განვითარებაზე ზრუნვა“, - ამბობს სოცმუშაკი ქეთი გიგინეიშვილი.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი