სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) უკვე მესამე თვეა ახორციელებს პროექტს მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად.

ჩვენ უკვე შევხვდით 100-მდე ქალს, მათ შვილებს, ოჯახებს. გავეცანით მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას და თითოეული მათგანის ისტორიას. ამ ქალებისთვის და მათი შვილებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც მცირე დახმარება საზოგადოების მხრიდან. მათ არ აქვთ შემოსავალი, შესაბამისად, უჭირთ საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა. ვერ იხდიან აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გადასახადს ან ბინის ქირას.

ჩვენ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ფანდრაიზინგის კამპანიაში და სხვადასხვა თანხა გაიღეს მიუსაფარი ქალების დასახმარებლად. ჩვენი შემომწირველები არიან:
  •  ნიკოლოზ კობახიძე;
  •  თამარ შუბლაძე;
  •  თინათინ ყიფშიძე;
  •  მერი ქაჯაია;
  •  ნინო ოზიაშვილი;
  •  მარინა ხუჯაძე;
  •  თეო ბარამიძე;
  •  ლაშა კერესელიძე;
  •  სალომე სანაია.

 

  • თითოეული თქვენგანის გვერდით დგომა, ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. 
  • ამავდროულად, მოგიწოდებთ ყველას, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ქალების პრობლემები, შემოგვიერთდით, რომ ერთად შევძლოთ მათი დახმარება. 

პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center
  •  ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
  •  ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  •  მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  •  მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
  •  დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (მიუსაფარი ქალებისთვის)
 
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

FB