სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი აგრძელებს ფანდრაიზინგის კამპანიას - პანდემიის პირობებში - მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ქალების დასახმარებლად.

გიზიარებთ 30 წლის თამარის ისტორიას


ის მარტოხელა დედაა,  მოძალადე ქმარმა 4 თვის ფეხმძიმე მიატოვა. ის ასაკოვან დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მუშაობს, თუმცა ამის მიუხედავად, აქვს ბევრი პრობლემა:,,მეც და დედასაც გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ხშირად ვერ ვახერხებთ მედიკამენტების შეძენას ან ექიმთან კონსულტაციის გავლას. არ მაქვს ბავშვის ტანსაცმელები, არც საწოლი ან ელემენტარული ავეჯი, რაც სახლისთვისაა საჭირო, პანდემიამდე ბავშვი ბაღში დადიოდა, ახლა სახლშია. სათამაშოები უნდა, ველოსიპედზე ოცნებობს, მაგრამ არ მაქვს საშუალება და ვერ ვყიდულობ.


სახლი, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, სავალალო მდგომარეობაშია - კედლები დაბზარულია, ჭერი შესაკეთებელია, როგორც გარეთ წვიმს, სახლშიც ისევე ჩამოდის და ქვაბებს ვდგამთ, რომ წყალი იატაკზე არ დაიღვაროს. ქარიან ამინდში მთელი ღამე არ გვძინავს, რომ ფანჯარა არ გადავარდეს და ბავშვს არ შეეშინდეს.’’

შემოგვიერთდით, გახდით პროექტის მხარდამჭერი, რათა ერთად დავეხმაროთ განსაკუთრებული საჭიროებების ქალებს.

პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი Civil Society Development Center;



  • ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  • მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  • მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
  •  დანიშნულება: კამპანია - ჩაერთე და ჩართე.

თუ გსურთ მეტი ვიდეოს ნახვა, ეწვიეთ ჩვენს Youtube არხს.

FB