2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა !

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტებმა ეკა კეპაშვილი, ნინო კაკალაშვილი, მარიამ ედილაშვილი, სოფიო დეკანაძე იმუშვეს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და სადღეღამისო თავშესაფრების ბენეფიციარებთან. სპეციალისტებმა მიზნად დაისახეს მეტი ინფორმაციის მიწოდება და ბავშთ ცნობიერების ამაღლება კონკრეტული მიმართულებით, შესაბამისად დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა, თემის ირგლივ ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის განხილულ იქნა ვიდეო რგოლი, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე პირები და სპეციალისტები საუბრობდნენ განვითარების თავისებურებაზე, რა დამოკიდებულებებით და უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან და რა მახასიათებლებით შეგვიძლია აღნიშნული სიმპტომების ამოცნობა, როგორია მათ საზოგადოებაში ინტეგრირებისა და ადაპტაციის მექანიზმები, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის რა სერვისები  და რა გამოწვევები არსებობს... 
მონაწილეების ჩართულობა იყო მაღალი, ბენეფიციარები დაინტერესდნენ მიღებული ინფორმაციით და გარდა საკუთარი პოზიციებისა და ხედვის დაფიქსირებისა, შეუერთდნენ მხარდამჭერ აქციას,  ინტეგრირებულად სპეციალისტების ჩართულობით შექმნეს ბანერი, რომელიც ბავშვების პოზიციას ასახავდა აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მიმართ.
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი