სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის არდადეგებმა ქუთაისის World-Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის მეტად საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძირითადად არაფორმალური და გასვლითი ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულნი.

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ორგანიზებით (CSDC) განხორციელდა ექსკურსია ზუგდიდში-დადიანების სახლ-მუზეუმში. გიდმა ბავშვებს გააცნო დადიანების გვარის და სასახლის ისტორია, მათ ძალიან მოეწონათ სასახლის მრავალწლოვანი მცენრეებით მოწყობილი ეზო, განსაკუთრებით კი სიყვარულის ხეივანი.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. გიდის თანხლებით მათ არა მხოლოდ ბაღის დაარსების ისტორია, არამედ მასში არსებული ყველა უიშვიათესი მცენარის წარმოშობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსაკუთრებული მოწონება კი ბოტანიკურ ბაღში არსებულმა ბამბუკისგან გაკეთებულმა პატარა ქოხებმა, მაგიდებმა და სკამებმა დაიმსახურა.

განსაკუთრებით ემოციური იყო მათთვის ვიზიტი სპორტის მუზეუმში, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ფოტოები გადაეღოთ ცნობილი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ ჯიდოებთან და თასებთან. რამდენიმე მოსწავლე განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავდა, რომ ტელევიზორში ნახვის შემდეგ საოცარი შეგრძნება იყო რეალობაში ამ ყველაფერთან შეხება.

ნიღბების თეატრში ცენტრის ბავშვები სპექტაკლს დაესწრნენ. დასასრულს საინტერესო დისკუსია შედგა. ისინი აღნიშნავდნენ რომ განსაკუთრებული ოსტატობით შეასრულეს მსახიობებმა როლები. ბოლოს კი ყველამ საკუთარ ფავორიტ გმირთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში CSDC განსაკუთრებულ მადლობას უხდის World-Vision-ის დღის ცენტრის ადმინისტრაციას და ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებას.

ბავშვებს საინტერესო აქტივობები ჰქონდათ ცენტრშიც, მოეწყო ფილმის “საოცრება” ჩვენება, დასასრულს კი ფილმის განხილვა. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ ფილმის დასაწყისი იყო სევდიანი, დასასრული კი ძალიან მოეწონათ, რადგან ფილმის მთავარი გმირი ყველას შეუყვარდა.

ბავშვებმა ხელოვნებაშიც ძალიან გამოიჩინეს თავი და მათივე შესრულებული ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

მათ თავისუფალ თემაზე შეასრულეს ნამუშევრები, დასასრულს გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა მათგანმა დახატა ნახატი სიყვარულზე, რომელიც ეძღვნებოდა მშობლებს და ოჯახს. ნახატები ბავშვების დახმარებით გამოიფინა ცენტრში და დღეს მათ კედლებს ამშვენებს.

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის და დღის ცენტრის წარმომადგენლების ინიციატივით, არდადეგებზე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: „სპექტრი“, „RICHDOG”, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“. ბავშვებთან შეხვედრისას, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს ​გარემოს დაცვასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ წარმომადგენელი არასრულწლოვნებს შეჰპირდა, უახლოეს მომავალში კომპოსტირების აპარატით უზრუნველყოფას, რის შემდეგაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, საკვების ნარჩენებით მიიღონ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი რესურსი. ეს ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას დაიცვან გარემო დაბინძურებისგან და ზედმეტი ნარჩენებისგან, ხოლო კომპოსტირებისგან მიღებულ სასარგებლო ნივთიერებებს გამოიყენებენ დღის ცენტრის ეზოში, ბაღისა თუ ბოსტნის გასანოყიერებლად.

სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელემა, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, ქალაქის მასშტაბით დაგეგმა აქცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ღონისძიება ჩატარდება დღის ცენტრის ბავშვების აქტიური ჩართულობით, სადაც წარმოადგინეს მათივე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები. .

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით არაასმთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) -ის მიერ.

სტატიის ავტორი: ნინო ჩიტიშვილი

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი