სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 4 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ატაშე თომას შოლი და ეკონომიკისა და განვითარების სფეროს წარმომადეგენელი თინათინ ხანთაძე გაცნობითი სამუშაო ვიზიტის ფარგლეში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტში.


შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბატონ ზურაბ სეხნიაშვილთან გაიმართა.

 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი(CSDC) აგრძელებს აქტიურ მუშაობას დუშეთის სათემო ცენტრისა და ლიტერატურული კაფეს ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად.  „სათემო ცეტრი დუშეთში“ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის საჭიროებაზე  მორგებულ მუნიციპალური პროგრამების დანერგვას.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი