ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალური მენეჯერის ვიზიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 18 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვიზიტი განახორციელა ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალურმა მენეჯერმა ნიკოლ მარია ბაუერმა.


შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ბატონ ზურაბ სეხნიაშვილთან, პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“ ფარგლებში შედგა.

ნიკოლ მარია ბაუერი ასევე გაესაუბრა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, ოჯახებსა და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებს.

იმისთვის, რომ რეგიონში გაუმჯობესდეს ოჯახების მდგომარეობა, მუნიციპალური ბიუჯეტის მიერ დამტკიცებული თანხები რეალურად მოხმარდეს ოჯახების გაძლიერებაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია „სათემო ცენტრის“ პროგრამის ინიცირება.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი