საინფორმაციო კამპანია ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

მაისის თვეში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისისა და რუსთავის სკოლების მშობლებთან.


მშობლებთან შეხვედრის მიზანი იყო მათი ინფორმირება მოწყვალდი ჯგუფების ბავშვთა შესახებ. შეხვედრები მშობლებთან დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. რამოდენიმე მათგანმა საუბრისას აღნიშნა, რომ ცნობიერების დონე ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან დაბალია და რომ სამუშაო ამ მიმართულებით მართლაც ძალიან საჭიროა. მშობლებმა ასევე აღნიშნეს რომ არ ფლობდნენ ინფომაციას იმის შესახებ თუ რომელ ორგანოებს შეიძლება დაუკავშირდნენ როდესაც ხედავენ რომ ბავშვი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.

 

მშობლებს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ბროშურები „სკოლა ყველა ბავშვისთვის“ გადაეცათ.

 

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი