31 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ-ის ორგანიზებით რიგით მერვე მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა/ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე 30 სამოქალაქო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობა. ჩვენს ორგანიზაციაში მოხალისედ 50-მდე სკოლის მოსწავლე და სტუდენტი დარეგისტრირდა. ღონისძიების აღნიშვნას საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახმარებით ჩაეყარა საფუძელი.