სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით

აპრილისა და მაისის თვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებს კვირეულს მიუძღვნა.

ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ჩრდილების თეატრში. სპექტაკლი ცენტრის ბავშვებმა საკუთარ თანაკლასელებთან ერთად წარმოადგინეს. დაიდგა სპექტაკლები: „ზარმაცი დათიკო“, „კომბლე“ და „რწყილი და ჭიანჭველა“.

საქართველოს კარიტასისა და ვორლდ ვიჟენის თბილისისა და რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ ღონისძიებებში. სპორტული თამაშები ბავშვებმა თანაკლასელებთან ერთად დაგეგმეს, შეჯიბრებებს თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლები მასპინძლობდნენ.

კულტურულ-შემეცნებითი და სპორტულ ღონისძიებებში 80-მდე მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები და ასობით მათი თანაკლასელები ჩაერთო.

პროგრამა ხორციელდება „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბაშვებისათვის საქართველოში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების (CSDC) მიერ.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი