ვაკანსია სოციალური მუშაკის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 
აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 
აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

სოციალური მუშაკი

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 23 დეკემბრის ჩათვლით (11 თვე)

სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი


ძირითადი საქმიანობა:

მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობა (ე.წ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების) სოციალიზაციის, ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისა და მათი სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციის მიზნით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება 
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი 
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები 
** სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხედვისა და მიზნების გაზიარება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: info@csdc.ge 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ „სოციალური მუშაკის ვაკანსია“.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადვოკატირების გზით პოზიტიური ცვლილებების მოხდენას ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა: კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და განსაკუთებული საჭიროების მქონე ოჯახები. 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/CSDC.ge/

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი