განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა

მიუსაფარ ბავშვებს თანადგომა და ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროგრამის ფარგლებში სპეციალური მასწავლებლები და ტრენერები დიდი მონდომებით მუშაობენ  და თითოეულ ბავშვს მათი საჭიროებების და ინდივიდუალური რესურსების გათვალისწინებით აწვდიან საჭირო ინფორმაციას, ზრუნავენ მათი აკადემიური უნარების განვითარებაზე.

2017 წლიდან  სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ცენტრი (CSDC)  განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს „ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას მიუსაფარი ბავშვებისთვის“. დღეისათვის პროგრამაში ჩართულია და მომსახურეობის მიმღებია 96 ბავშვი,  რომლებიც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო, მზრუნველის ან ოჯახის არ არსებობის გამო თავშესაფარს იღებს თბილისის, რუსთავის და ქუთაისის ცენტრებში.

ყოველი შეხვედრა ბავშვებთან ხალისით და მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა, “ყოველთვის მინდა ცენტრში ტრენერები მოდიოდნენ, კარგ დროს ვატარებ და სავარჯიშოების დროს ვხალისობ კიდეც”... ამბობს პროგრამის მონაწილე. „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბავშვები გარდა იმისა, რომ იღებენ განათლებას, პროგრამა მათ ეხმარებათ განივითარონ სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, იგეგმება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.


პროგრამის დაწყებიდან დღემდე ბავშვები არაერთ ღონისძიებას დაესწრნენ: მაგალითად ისინი სტუმრობდნენ ევროპის ახალგაზრულ ჩემპიონატს ფეხბურთში, საინტერესო შეხვედრა მოეწყო აბრეშუმის  სახელმწიფო მუზეუმში.


ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზების მიზნით იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო 2-კმ-იანი გარბენი, გამოვლიდნენ  გამარჯვებულები, გადაეცათ მედლები და სიმბოლური საჩუქრები.


CSDC მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩართოს ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მიუსაფარი ბავშვები იყვნენ ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი და აქტიური წევრები.  მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ბავშვების ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და გაძლიერებაში.


ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი