ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
25 აგვისტოს პროექტის "ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის" ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული ცენტრის სოციალურ მუშაკებთან. განხილულ იქნა რაიონში არსებული პრობლემები და დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები.
პროექტი ხორციელდება პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM).
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი