COVID 19-ის პანდემიის შედეგად თბილისში მცხოვრებ მარტოხელა, მიუსაფარი და მრავალშვილიანი ქალების პრობლემების ზოგადი მიმოხილვა
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ (CSDC), რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე პროფესიონალებისგან, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვა.

CSDC-ის  სახელწოდებაც თავისთავად მეტყველებს ჩვენს ორიენტირზე, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე და მთავარი მოტივაციაა ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების მოხდენა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მთავარ გამოწვევად იქცა პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები, ამ პირობებში კი მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა მეტად მნიშვნელოვანია. 2020 წელს წამოვიწყეთ პროექტი სახელწოდებით „COVID-19-ის დროს მიუსაფარ, მარტოხელა და/ან მრავალშვილიან ქალთა დაცვის ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა 

პანდემიის პირობებში უმთავრესი ღირებულება მაინც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, COVID 19-მა კი ყველაზე დიდი ზიანი მოწყვლად ჯგუფებს ამ მხრივ მიაყენა. ამ ყველაფერს ამძაფრებს ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. შესაბამისად გაიზარდა სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლები.

მოცემული მიზნის მისაღწევად, სამიზნე ჯგუფის მოსაზრებებიდან გამომდინარე გამოვლინდა შემდეგი გამოწვევები:

·     რა გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ მარტოხელა, მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალების ფინანსურ მდგომარეობაზე;

·         დასაქმებასთან დაკავშირებული რა დაბრკოლებები წარმოშვა COVID-19-ის პანდემიამ მარტოხელა, მიუსაფარ ან/და მრავალშვილიანი ქალებისთვის;

·         როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალების ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაზე;

·         რა გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ მარტოხელა, მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალების კვებაზე;

·         როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია მარტოხელა, მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალების თავის მოვლის შესაძლებლობებზე;

·         რა ახალი დაბრკოლებები წარმოშვა COVID-19-ის პანდემიამ მარტოხელა, მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალებისათვის ჯანდაცვის და ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით;

·         რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვა ინსტიტუციებისგან მიღებული დახმარება COVID-19-ის პანდემიის დროს მარტოხელა, მიუსაფარი ან/და მრავალშვილიანი ქალებისთვის.

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმეტესობა (63%) მარტოხელა დედაა. რესპოდენტების 94% არ ცხოვრობს საკუთარ სახლში. გამოკითხულთა 75%  არ არის დასაქმებული, ნაწილი კი თვითდასაქმებულია, ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ COVID-19-ის პანდემია უარყოფითად აისახა მარტოხელა, მიუსაფარი, ან/და მრავალშვილიანი ქალების ფინანსურ მდგომარეობაზე: მკვეთრად შემცირდა შემოსავლები და დაფინანსების მთავარ წყაროდ იქცა პენსიები და სოციალური დახმარებები. COVID-19- მა მათზე გავლენა მოახდინა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობაზე, დისტანციური სწავლების ხარისხზე, საკვებ რაციონზე, თავის მოვლის შესაძლებლობებზე, ჯანდაცვის მომსახურებისა და ფსიქოლოგის მომსახურებასთან წვდომაზე. გამომდინარე აქედან, ჩვენი პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე მიზანი, რომელთა მიღწევასაც ვცდილობთ ერთობლივი ძალისხმევით, ესენია:

·         მარტოხელა დედებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესის მოქნილობა;

·         მარტოხელა, მიუსაფარი და/ან მრავალშვილიანი ქალების ან მათი შვილების საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების მრავალფეროვანი შეთავაზება;

·         მიუსაფარი, მარტოხელა ან/და მრავალშვილიანი ქალებისთვის პანდემიის პერიოდში

·         შრომის ბაზარზე დაბრუნება ან შესვლა, მათი გადამზადება პროფესიული განვითარებისთვის;

·         მიუსაფარი, მარტოხელა ან/და მრავალშვილიანი ქალების სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილ ბავშვებს, რომელთაც არა აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, ჰქონდეთ საშუალება ჩაერთონ დისტანციურ სწავლებაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი სრულფასოვანი ჩართვა სასწავლო პროცესში.

·         მოხდეს მიუსაფარი, მარტოხელა ან/და მრავალშვილიანი ქალებისთვის, ფსიქოლოგიური კონსულტაციების სერვისის მიწოდება, რათა ისინი მენტალურად ჯანმრთელები იყვნენ და გაძლიერდნენ

 

„COVID-19-ის დროს მიუსაფარ, მარტოხელა და/ან მრავალშვილიან ქალთა

დაცვის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მთავარი მიზანი  მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშეწყობა და მათი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა იყო,  რაც წარმატებით განხორციელდა.

            პროექტის ფარგლებში მოხდა 100 ზე მეტი ქალის საჭიროებების გამოვლენა, კარდაკარ ვიზიტით ანკეტირება და პირველადი საჭიროების ნივთების გადაცემა. გადავიღეთ 24 დოკუმენტური ვიდეო რგოლი, რომელიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. გადავიღეთ სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გადიოდა 1 თვის განმავლობაში. დავიწყეთ სოციალური კამპანია „ჩაერთე და ჩართე“ რომელსაც მხარი დაუჭირა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა. შემოწირულობებით შეგროვდა 13 000 ლარზე მეტი თანხა.

კამპანია „ჩაერთე და ჩართე“ ახლაც მიმდინარეობს, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერ მსურველი. 
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

FB