გუნდი

მაია ქაჯაია - სოციალური მუშაკი
მაია ქაჯაია სოციალური მუშაკია და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში (CSDC) 2019 წლიდან დღემდე მუშაობს. მაიას სამუშაო რუსთავის კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარსა და დღის ცენტრში მოიცავს ბავშვთა მხარდაჭერას, სასკოლო სივრცეში ინტეგრირების პროცესის წარმართვასა და მხარდამჭერი გარემოს შექმნას. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს ოჯახების გაძლიერების მიმართულებით სოციალურ სამუშაოებს. სასკოლო სივრცეში მაია მშობლებისა და პედაგოგებისთვის მართავს საინფორმაციო კამპანიებს მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვთა საჭიროებებისა და მშობელთა ჩართულობის მნიშნველობის შესახებ. ძირითადად მუშაობს ცნობიერების ასამაღლებლად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ძალადობა, ბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა, პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა. 
 
მაია 2008 წლიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის" სოციალურ მუშაკად. 
ბეჭდვა