,,დღეები კონფლიქტამდე“

ჯერ კიდევ არ ნახული ადგილისა,საქართველოსი...გულდასაწყვეტია,რომ საუკუნეების განმავლობაში ერთად თანაცხოვრების შემდეგ მოხდა კონფლიქტი,სხვა ძალებისგან პროვოცირებული, და დღეს ჩვენს შორის ხიდია ჩატეხილი,რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს და გამთელდეს.
როგორც ჩემი მეგობარი იხსენებს, კონფლიქტის წინა პერიოდში იყო სროლები,საზღვრისპირა სოფლებში შეინიშნებოდა კაზაკთა პარტიზანული დაჯგუფებების გადაადგილებები.დადიოდა ხმები მოსალოდნელი ომის შესახებ,თუმცა ვერავის წარმოედგინა რომ სახლ–კარის დატოვება მოუწევდა.ბევრი ადამიანი ელოდებოდა სიტუაციის დარეგულირებას.ბოლომდე სჯეროდათ,რომ აღარ მოუწევდათ წასვლა,მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.ადვილი ხომ არაა დატოვო ის სახლი,სადაც მთელი ცხოვრება გაატარე,ის მიწა,სადაც ყოველდღე მუშაობდი და ოფლს ღვრიდი.ბოლოს და ბოლოს ქართველისთვის ყველაზე რთული ხომ მიწის დაკარგვაა...
გაფრთხილებების მიუხედავად ბევრმა არ დატოვა კონფლიქტური ზონა,რასაც მოჰყვა ბევრი სისხლი და სიკვდილი.ზოგი მშობლიურ მხარეს ვერ თმობდა,ზოგი დაბნეული იყო,ზოგი ხარბი იყო და ძვირფას ნივთებს ვერ ელეოდა.ასე იყო თუ ისე საბოლოოდ მოხდა ომი რამელსაც ემსხვერპლა უამრავი ადამიანი,ომი რომელმაც ბევრს წაართვა ბავშვობა და ახალგაზრდობა.
ავტ: ანუკი კურკუმია
ბეჭდვა