მაია ასლანიშვილი - სპეციალური პედაგოგი
მაია ასლანიშვილი სპეციალური პედაგოგია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში" (CSDC) 2018 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს დღისა და ღამის 24 საათიან ცენტრებში მყოფი ბავშვების საჭიროებების გამოკვეთას, შეფასებასა და სამუშაოს დაგეგმვას საგანმანათლებლო კუთხით. მის მოვალეობაში ასევე შედის როგორც ინდივიდუალური გეგმების შედგენა/შევსება და სამომავლო გეგმების დასახვა/განხორციელება, ასევე რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობა და სასკოლო ადაპტირების უზრუნველყოფა. 
 
მისი მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს ფსიქოლოგისა და მასწავლებლის პოზიციებს.  კერძოდ, 1996 წლიდან მაია ფსიქოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა ქ.რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში, 2004 წლიდან კი ფრაიბურგის კლინიკაში დამხმარედ პედაგოგად. ამავე კლინიკაში გაიარა პრაქტიკა სოციალურად დაუცველ და ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლა-ბაღში 2006 წელს.
 

FB